• ორგანიზაციის ცხელი ხაზი: 240 40 04
  • სწრაფი რეაგირების სამსახური: 114

სიახლეები

oqtombershi-7053-kustaruli-danadgari-chaWres-special

ოქტომბერში 7053 კუსტარული დანადგარი ჩაჭრეს სპეციალისტებმა ქსელიდან

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საცხოვრებელ ბინებში გაზგაყვანილობისა და გაზდანადგარების შემოწმება.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმური შემოწმებების გარდა, ინტენსიურად მიმდინარეობს გაზგაყვანილობისა და შიდა ქსელის კონტროლი.

მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს. ისინი კარს არ უღებენ გაზის უსაფრთხოების სპეციალისტებს და საშუალებას არ აძლევს, ბინაში დამონტაჟებული საშიში დანადგარი ქსელიდან ჩახსნან, სრულად აიგნორებენ გაფრთხილებებს. ერთხელ უკვე ჩაჭრილ, სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებენ ქსელზე, რითაც საფრთხეში აგდებენ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, არამედ კორპუსში მცხოვრები მეზობლების ჯანმრთელობასაც.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - კუსტარულად, ქსელზე თვითნებურად დაერთებული ნებისმიერი ტიპის დანადგარის მოხმარება დაუშვებელია. ასევე, სასიკვდილოა ღია წვის კამერიანი დანადგარები (გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები ან გამათბობლები, რომლებიც ჟანგბადს ოთახიდან იღებენ). ნუ გარისკავთ საკუთარი ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციები.

მხოლოდ ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები. ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანილობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასეთია:

▪ სამგორი 1661

▪ ისანი-ვაზისუბანი 1481

▪ გლდანი 947

▪ სანზონა 638

▪ საბურთალო 463

▪ დიღომი 317

▪ ნუცუბიძე 267

▪ დიდუბე 236

▪ ჩუღურეთი 226

▪ ნაძალადევი 223

▪ ვაკე 214

▪ კრწანისი 202

▪ მთაწმინდა 158

▪ წყნეთი 20

 

მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები